Your logo

ჩვენს შესახებ

შავი ზღვის პირას მდებარე, კავკასიონის მთებით გარშემორტყმული საქართველო მეღვინეობისა და მევენახეობის სამშობლოა. ის ცნობილია ყურძნის მრავალი ჯიშით. საქართველო აგრარული ქვეყანაა და როგორც კი მან გეზი ევროპისკენ აიღო, ხვიტიების ოჯახმა გადაწყვიტა დაეფუძნებინა “გილენის” ღვინის მარანი. 2003 წელს, კახეთის რეგიონში, საგარეჯოში, კერძოდ ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ტალახას ტერიტორიაზე ოჯახმა გააშენა 30 ჰექტარზე ყურძნის სხვადასხვა ჯიში: რქაწითელი, საფერავი, სუფრის თითა, ნაწილობრივ მწვანე და დღესაც აგრძელებს ვენახების გაფართოებას.

მოგეხსენებათ ქართული ღვინოები განთქმულია თავისი საუკეთესო თვისებებით; ოჯახმა მიზნად დაისახა ღვინის ექსპორტი განეხორციელებინა ევროპაში. ამისათვის “გილენის” ღვინის მარანი იყენებს თანამედროვე მეთოდებს და აგრძელებს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. დღეისათვის “გილენის” ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარებით ყურძნის გადამუშავებისთვის და ტექნოლოგიური პროცესის რეალიზაციისთვის. კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას. გამოცდილების, ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა შესანიშნავი წინაპირობაა საუკეთესო, განუმეორებელი გემოს მქონე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. დღესდღეობით კომპანია პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს რუსეთსა და შუა აზიაში; თუმცა"გილენიმ" მონაწილეობა მიიღო გამოფენაში SIAL CHINA 2018, რომელიც ჩატარდა ჩინეთში, შანხაიში, მოიძია პარტნიორები და ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობას გეგმავს. ასევე წელს მონაწილეობას ვიღებთ ლონდონის IFE გამოფენაში და ვიწყებთ მუშაობას ევროპის მიმართულებით.

ჩვენი ღვინოების ასორტიმენტი: რქაწითელი (თეთრი მშრალი), ალაზნის ველი (წითელი ნახევრად ტკბილი), ალაზნის ველი (თეთრი ნახევრად ტკბილი), აგუნა (ვარდისფერი ნახევრად მშრალი), წინანდალი (თეთრი მშრალი), საფერავი (წითელი მშრალი), მწვანე (თეთრი მშრალი), ქინძმარაული (წითელი ნახევრად ტკბილი), ფიროსმანი (თეთრი ნახევრად მშრალი) და ა.შ. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის ღვინოსა და ქართულ არაყს "ჭაჭას". ასევე შესაძლებელია პროდუქციის დამზადება პერსონალური ეტიკეტით.